მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო ინფორმაცია სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილ პროექტებზე.