შეხვედრებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე, სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტო“ დირექტორი სალომე დოლიძე.
შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებსაც ქართული დელეგაციის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა, ძირითადი მიმართულებები გააცნეს.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერის, კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების ხელშეწყობის, სამედიცინო მომსახურების მიზნით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტისას, საფეხბურთო კლუბ აინტრახტის პრეზიდენტთან აქსელ ჰელმანთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით ხედვებსა და პოლიტიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილეს.