მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისსა და რეგიონებში შეხვედრები გამართეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისსა და რეგიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის მიერ მთავრობის სხდომის ფორმატში გაცემული დავალებების თანახმად, სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრებზე დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებზე, ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

შეხვედრების მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტების დაგეგმვა.

შეხვედრებში, მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი ბულისკერია და იგორ კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია.