მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
დავით ფაცაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გახსნიდან 2 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ლია გიგაურთან, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე - დავით ვარდიაშვილთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გახსნიდან 2 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრი - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით გაიხსნა.

ღონისძიებაზე, აფხაზური ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს ორწლიანი მუშაობის ანგარიში. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დავათვალიერეთ, აფხაზური ცენტრის მიერ ორგანიზებული აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული სივრცეები - სპეციალურად გამართულ ოთხ კარავში წარმოდგენილი იყო ლიტერატურული, ნახატების, ხალხური სამოსის, საკრავების და კულინარიის სივრცეები. ღონისძიებაზე მრავლად იყო ლიტერატურულ - მხატვრული პროგრამის ნიმუშები.