![](https://abkhazia.gov.ge/uploads/news/15441709711502835789.jpeg)
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ზუგდიდში, დემურიას ქუჩა №1-ში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების, ყოფილი ფაიფურის ქარხნის ადმინისტრაციის შენობაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.