2018 წლის 26 ივლისს დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში. დეპარტამენტის თავმჯდომარემ იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ზაზა ჩაჩავასთან ერთად დაათვალიერა ქალაქ წყალტუბოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ,,სანატორიუმი თბილისი” მიმდინარე წყალმომარაგების სარემონტო სამუშაოები, ასევე ქალაქ წყალტუბოსა და ქუთაისში რეგისტრირებული დევნილებისათვის გადასაცემი მშენებარე ობიექტები. შეხვდნენ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. განიხილეს მათი სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო-საყოფაცხოვრებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის ბოლოს დაიგეგმა კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების გადაჭრის გზები.