მიმდინარე წლის 9, 10 და 11 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ,,მედისონის თვალის კლინიკის” ხელმძღვანელობის კეთილი ნებით კლინიკაში ტარდება ქ. თბილისში საბურთალოს რაიონში კომპაქტურ ჩასახლებებში განსახლებული სოციალურად დაუცველი პენსიონერი დევნილებისთვის უფასო კონსულტაციები და თვალის პირველადი დიაგნოსტიკა.
პირველადი დიაგნოსტიკა მოიცავს:
- მხედველობის სიმახვილის დადგენა
- სათვალის შერჩევა
- თვალის ფსკერის გამოკვლევა
- თვალის ნაპრალოვანი სანათით (ბიომიკროსკოპია) გამოკვლევა
- თვალის წნევის გაზომვა
- მხედველობის ველის გამოკვლევა
- ხელოვნური ბროლის ნომრის დადგენა
- თვალის რეფრაქციის დადგენა
საკონტაქტო პირები: ნინო ლემონჯავა ტელ. 599 85 52 76
თამარ კორსანტია ტელ. 557 35 35 37