მიმდინარე წლის 27 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ჩატარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობებში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიების ” გადაწყვეტილებებზე შემოსული საჩივრის/ საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა.
სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით განხილულ იქნა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 8 მაისის (ოქმი №35) დადგენილების გაუქმებისა და მოქალაქე ხ.ჯიკირბასთვის 1993 წლამდე ქ.ოჩამჩირის რაიონ სოფ. აძიუბჟაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით შემოტანილი ადმინისტრაციული საჩივარი. სხდომაზე შესწავლილ იქნა მონაწილე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მოსმენილ იქნა მათი პოზიცია, მოწმის სახით დაბარებულ პირთა ახსნა-განმარტებები.
დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ხელახალი განხილვის მიზნით ახალაღმოჩენილი გარემოებების გამო მოქალაქის ადმინისტრაციული საჩივარი დაუბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიას”.