მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით შედგა საკოორდინაციო შეხვედრა

2018 წლის 4 მაისს ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით ქ. თბილისში სასტუმრო  „ბეტს“-ში პროექტის „დევნილთა თემების გაძლიერება და საკოორდინაციო მექანიზმების დახვეწა მუნიციპალურ დონეზე ინტეგრაციის შესანარჩუნებლად“ ფარგლებში შედგა საკოორდინაციო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია დევნილთა საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება, ფინანსური რესურსების ეფექტურად ბიუჯეტირებისათვის (ფინანსური დახმარების დუბლირებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის)  საჭირო ღონისძიების დასახვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები.