მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
გაიმართა კონფერენცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით

2018 წლის 3 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი”.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ მძიმე ეკოლოგიურ  შედეგებზე. კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები და მხარი დაუჭირეს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ერთობლივი რეზოლუციის მიღებას,

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აფხაზეთის  ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.