2018 წლის 5 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ პირებს: აფხაზეთის ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებსა და ვეტერანებს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებს, ოთხ და მეტ არასრულწლოვანშვილიან ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულებს, შშმ და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ომში შვილდაღუპულ დედებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ. სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა და ამავე უწყების თანამშრომლებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მადლობის სიგელით საქველმოქმედო მოძრაობის ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველი პირების კეთილდღეობაზე ზრუნვისათვის.
საქველმოქმედო აქცია ქალაქ თბილისის მერიისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.