აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში 2017 წლის 22 ნოემბერს გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა იმ სამუშაო ჯგუფებთან, რომლებიც მიმაგრებულნი არიან ქ. თბილისში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებზე. შეხვედრაზე განიხილეს კომპაქტურად განსახლებული დევნილი მოსახლეობისათვის ბინათმესაკუთრეთა და სამეზობლო ამხანაგობების დაფუძნების გზით ადგილობრივ თემებში ინტეგრაციის, დევნილთა განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობის, მათთვის გადასაცემი საერთო სარგებლობის ფართების იდენტიფიცირებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადაცემული საერთო სარგებლობის ფართებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის აუცილებლობის საკითხები.