„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსდა ქ. თბილისში, დევნილთა ორგანიზებული ჩასახლების ორ ობიექტზე, სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩა №13-ში, შენობის შესასვლელი ორფრთიანი კარის სამონტაჟო და ვაკის რაიონში, ნუცუბიძის მე-4 მ/რ, კ 28ა-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სარდაფში ჩასასვლელი ორი გარე კიბის დამცავი საშუალებებით შემოფარგვლის სამუშაოები.