აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით, ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით, ბენეფიციართათვის სოციალური დახმარების მოცულობა გაიზარდა.
აღმოსავლეთი საქართველო — საანგარიშო პერიოდში განხილული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 513 განცხადება/514 ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 74250 ლარი.
იმერეთი — საანგარიშო პერიოდში განხილული განცხადებებიდან დაკმაყოფილდა 219 განცხადება/ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 30 000 ლარი.
სამეგრელო — საანგარიშო პერიოდში 2017 წლის 6 თვეში კომისიურად დაკმაყოფილდა 308 განცხადება/ბენეფიციარი. საერთო ჯამში გაიცა 42 000 ლარი.