მიმდინარე წლის 17 ივლისს აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი ბულისკერიამ და დავით მიქავამ, წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა რომან კოკაიამ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში გამართეს სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრაზე მოხდა წარმომადგენლობის 6 თვის მუშაობის შეჯამება და საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად . აღნიშნულის გარდა გარკვეული მითითებები მიეცა წარმომადგენლობების მუდმივმოქმედ კომისიებს სათანადო ინფორმაციების მიწოდების ვადებთან და სიზუსტესთან დაკავშირებით.