დიდუბეში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქის ილია მეორის კურთხევით ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეტოქიონი შენდება. ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება.
2017 წლის 7 აპრილს ეკლესიის მშენებლობა აფხაზეთიდან დევნილ ქველმოქმედ ბიზნესმენებთან ერთად დაათვალიერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, მთავრობის აპარატის უფროსმა ოთარ გარმელიამ, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მიქავამ დ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ივანე დოლიძემ, რომლებმაც განიხილეს ეკლესიის მშენებლობის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ გადაჭრაში აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების ჩართულობის პერსპექტივები.