დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, კულტურის ცენტრ შპს ,,თბილისი არტ ჰოლი’’, შპს „თანამედროვე ახალგაზრდული პროფესიული თეატრი სივრცე“-სა და დევნილთა საქმეების დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან დევნილი ბავშვების ჩართულობას სრულიად უფასოდ, კულტურის ცენტრში არსებულ სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა: ქართული და სამეჯლისო ცეკვები,მხატვრული კითხვა და საბალეტო ხელოვნება, ასევე თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას.
მემორანდუმს დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კუჭუხიძემ, ხოლო კულტურის ცენტრი შპს ,, თბილისი არტ ჰოლი’’-ს მხრიდან დირექტორმა ნანა გოდერძიშვილმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შეხვედრის ორგანიზება დევნილთა განსახლებისა და სოციალური დაცვის განყოფილებამ უზრუნველყო.