აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შედგა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.
თათბირზე განხილულ იქნა აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლობების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ 2018 წლის ანგარიში. ასევე მოისმინეს ინფორმაცია წარმომადგენლობებში მოქმედი კომისიების მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ და სამხედრო- სავალდებულო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგების და 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევისათვის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. დაიგეგმა დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტების საინჟინრო- ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის, საჭირო სარემონტო სამუშაოების მოცულობის დადგენის, შესაბამისი დეფექტური აქტების/ხარჯთა აღრიცხვის შედგენისა და შემდგომში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოებისთვის, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების გზები.