აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 2019 წლის 1ივლისს განიხილა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის, აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილების გაუქმებისა და სოფ. ბაბუშარაში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით მოქალაქე ნ.რევაზიშვილი (დვალიშვილის) ადმინისტრაციული საჩივარი.
სხდომაზე საქმის გარემოებების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების უარის თქმის შესახებ.