8 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო- აღდგენითი სახის სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და მოწვეული სპეციალისტები. სხდომას უძღვებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძე.
შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებელ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღება, სატენდერო კომისიის შექმნა, წარმომადგენლობების მიერ 2019 წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა-განხილვა, მოსმენილ იქნა ინფორმაცია წარმომადგენლობების მუდმივმოქმედი კომისიების მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობის და სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ, ასევე განხილულ იქნა დეპარტამენტისა და წარმომადგენლობების მოსალოდნელი რეორგანიზაციასა და პროფესიული საჯარო მოხელეების შუალედური შეფასებებთან დაკავშირებული საკითხები.