19 ივლისს, აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის’’ შესაბამისად, იმერეთსა და აჭარაში დევნილთა ჩასახლების ობიექტების ადგილზე შესწავლის შედეგად შერჩეული ობიექტების სარეაბილიტაციო გეგმების შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასა და ხარჯთააღრიცხვის შესახებ იმსჯელეს. სხდომას დეპარტამენტის თავმჯდომარე კ.კუჭუხიძე, თავმჯდომარის მოადგილეები და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.