აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრომ დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-ადგენითი სახის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ოთხი ტენდერი გამოაცხადა:
ქ. ზუგდიდი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 68464 ლარის ღირებულების
- ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის ქ.#222-ში მდებარე პროფსასწავლებელი
- სოფ. ჭითაწყარში მდებარე ვეტ-ლაბორატორია
- სოფ. ჭითაწყარში მდებარე ელქსელები
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოები 24517 ლარის ღირებულების
1.ქ.ქობულეთი, 9 აპრილის ქ. # 109 ( ყოფილი სკოლა #7)
- დაბა ჩაქვის ყოფილი სკოლის შენობა
იმერეთის რეგიონში ჩასატარებელი სარემონტო- აღდგენითი სამუშაოები 18790 ლარის ღირებულების
- ქ.ქუთაისი, ნიკეას ქ. # 21 ( ყოფილი აისის შენობა)
- ხონი, სამხედრო დასახლება 4 სართულიანი შენობა, მე-4 კორპუსი
ქ.ხაშურში ჩასატარებელი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები 19725 ლარის ღირებულების
1.ქ. ხაშური ( ყოფილი 64-ე პროფსასწავლებლის შენობა)
ქ. ზუგდიდში გამოცხადებულ ტენდერზე გამოვლინდა გამარჯვებული (57484 ლარით) შპს ,,ზანგო -2015’’.
შპს ,, ზანგო-2015’’-მა უკვე დაიწყო სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები და ობიექტების ჩაბარება გათვალისწინებულია 2019 წლის 15 სექტემბრისათვის.