აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ქალაქ წყალტუბოში იმერეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავმჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ორი დღის განმავლობაში დევნილებს ჩაუტარდათ ტრეინინგი და მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს. მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრობლემური საკითხები, დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში არსებულ საჭიროებებს გაეცნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამხანაგობების თავმჯდომარეებს „საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ (კანონის ადაპტირებული ვერსია) დაურიგდათ.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობას" პარტნიორობით ხორციელდება.