სენაკში სახალხო დღესასწაული - „ეგრისობა 2019“ აღინიშნა.
დღესასწაულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერ ლევან კუპრეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას მუზეუმი მოინახულა, ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„ეგრისობაზე“ სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება, ხალხური რეწვისა და ადგილობრივ შემოქმედთა ნამუშევრების გამოფენა.
სახალხო დღესასწაულის ბოლოს ქუჯის ისტორულ ქალაქში გალა-კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
„ეგრისობის“ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი ესწრებოდნენ.