12 დეკემბერს, მცხეთის რაიონის სოფ. ძველი ქანდის საჯარო სკოლაში მემორიალური კუთხე საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც ეძღვნებოდა იმავე სკოლის ხატვის მასწავლებელს, აფხაზეთის ომში დაღუპულ ალექსანდრე ( სანდრო) ვაჩეიშვილს. გასული საუკუნის 90-იან წლებში იგი მოხალისედ იბრძოდა ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში. 1992 წლის 15 აგვისტოს, სოფ. განთიადში გმირულად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა სახელმწიფო მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის~.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თვმჯდომარე ჯემალ გამახარია, მან მადლობა გადაუხადა სკოლის პედ. კოლექტივს და საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების კავშირს ,,სამშობლოს’’, რომლებმაც ორგანიზატორობა გაუწიეს სოფ: ქანდის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას.
მემორიალის გახსნას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ- პირთა დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია და ომის ვეტერანები დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს სასულიერო პირებმა ალექსანდრე ვაჩეიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.