მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/ რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე დაინიშნა.

აფხაზეთის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით ძალამიძე წარადგინეს. დავით ძალამიძე წლების განმავლობაში მუშაობდა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის რეგიონალური მართვის სამსახურის უფროის თანამდებობაზე, ქ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად. დავით ძალამიძე გახლავთ აფხაზეთიდან, ქალაქ ოჩამჩირედან. დავით ძალამიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.