აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სოციალურ აქტივობას ახორციელებს.
აფხაზეთიის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა მიმდინარეობს.
პირველადი სასურსათო პროდუქტი დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გდაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გურამ მისაბიშვილმა და ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი დარჯანიამ გადასცეს.
სააღდგომო ნობათი ფოთში, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 432 პირს გადაეცა.