2020 წლის 2 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები დავით გურამიშვილი და გიორგი მანჯავიძე, მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მინისტრის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილთა სტატისტიკური მონაცემების, მათი სოციალური მდგომარეობის, სამინისტროსა და მასში შემავალი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული ფინანსური დახმარების, დევნილთა საცხოვრებელი შენობების ტექნიკური მდგომარეობისა და მათში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების, დევნილთა საცხოვრებლებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საჭიროებას და დაიგეგმა შემდგომი, ერთობლივი საქმიანობის მიმართულებები.