აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრის 20 დღიანი სტაციონარული სარეაბილიტაციო პროგრამით უსასყიდლოდ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. სწორედ ამ პროგრამის დევნილი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ქ. თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრებს აწყობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი, ფილტვის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“2019 წელს დაარსდა. ცენტრი განთავსებულია დაბა აბასთუმნის შესასვლელში, ორი ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დამატებით დაირგო 200-მდე იშვიათი ჯიშის, ძირითადად წიწვოვანი ხემცენარე.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია ჩატარდეს ყველა თანამედროვე კლინიკურ-ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ფუნქციური კვლევა.
ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი პალატა (ინდივიდუალური სველი წერტილით და საშხაპეთი) და შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროგრამის განსახორციელებლად. პულმონური სარეაბილიტაციო ვარჯიშებისათვის ორგანიზებულია სპეციალური სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი დარბაზი. ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი. დაწესებულებაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პაციენტების სამჯერადი კვება სამკურნალო მენიუზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: