აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

კონსტანტინე კუჭუხიძე ქ. რუსთავში კოსტავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ბატონი კონსტანტინე კუჭუხიძე და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ქ. რუსთავში, კოსტავას # 35 მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. მინისტრი ადგილზე გაეცნო შენობაში მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარებას და მათთან ერთად იმსჯელა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრისას დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია შენობაში სარემონტო (აღდგენითი) სამუშაოების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმდევი შედეგების შესახებ.