მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ

იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეციალისტი ციალა კოპალიანი ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება 17 კორპუსისაგან შედგება. მოსახლეობის ძირითადი პრობლემაა შენობების მძიმე ტექნიკურ მდგომარეობა. მიუხედავად იმის, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს მიერ დასახლების რამდენიმე კორპუსში ჩატარდა სარემონტო ტიპის სამუშაოები, კვლავ მოსაგვარებელი რჩება კიდევ შვიდი კორპუსის სახურავის, კედლებისა და სადარბაზოების (კოსმეტიკურ დონეზე) მოწესრიგება. დღევანდელი მოცემულობით, საცხოვრებელი კორპუსები (ნანგრევი შენობების გარდა), მოხსნილია თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან და არის მუნიციპალურ საკუთრებაში. ხონის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების (შექმნილია და თითოეულ კორპუსს ჰყავს ამხანაგობის თავმჯდომარე) მხარდამჭერი პროგრამა, თუმცა მერიისაგან არის მზაობა, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდეს. ამასთან აღინიშნა ისიც, რომ მცირე ბიუჯეტის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობა დევნილთა დასახლების პრობლემებს მარტო ვერ აგვარებს და საჭიროა სხვა უწყებების ჩართულობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას.