წყალტუბოში საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალზე 27 სექტემბრის ღონისძიებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია კოპალიანმა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დიდების მემორიალი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წყალტუბოს სკოლების აღსაზრდელებმა, რომლებმაც წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე და წარმოადგინეს მხატვრული ინსცენირება აფხაზეთის თემაზე.
წყალტუბოს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ და ამბროსი ხელაიას ტაძრის წინამძღვარმა, გელათის მონასტრის დეკანოზმა მამა იოანემ გადაიხადეს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების პანაშვიდი.