იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია ქუთაისში, შპს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, ქუთაისის ზონალური ინსტიტუტში (ქუთაისი, მ.ბუხაიძის ქ. II მ/რ N 12) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
2016 წელს USAID -ის მიერ ჩატარდა შენობის სრული რემონტი - გადახურვა, გარე ფასადი, შენობის კანალიზაცია და წყალგაყვანილობა სრულად მოწესრიგებულია და ამჟამადაც კარგ მდგომარეობაშია. მოსახლეობას სურს ჩასახლების ეზოში ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.