იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ყოფილი საავადმყოფოს შენობა (მისამართი - სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N 92) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. ჩასახლება სამი კორპუსისაგან შედგება. მოსახლეობა ითხოვს შენობების შიდა ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგებას, ვინაიდან წვიმის დროს ეზო ტალახდება და წყალი დგება. აღნიშნულის შესახებ მიმართეს მუნიციპალიტეტს, არის სიტყვიერი დაპირება, თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით მოუგვარებელია. ასევე, დევნილების მოთხოვნაა ეზოში ბავშვებისათვის გასართობი ატრაქციონების მოწყობა. შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.