აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ. აქცია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები), აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის განხორციელდა.