მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქ. თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საახლწლო საჩუქრები გადასცეს.

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით ქ. თბილისში მიმდინარეობს აქცია, სადაც 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები ურიგდებათ.