მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ქ. ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) ოჯახების 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს.

2021 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) ოჯახების 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს.