აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრს თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე. მათ შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ბელიაშვილის N40-ში, თევდორე მღვდლის N13-სა და დისევის ქ.N7-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით მიმდინარეობს.