მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ლევან თევზაიამ ტრენინგში ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ მონაწილე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ,,ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით წიგნები და სერტიფიკატები გადასცა.

დღეს, აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია ქუთაისში მდებარე აფხაზეთის მე-5 და ჟიული შარტავას სახელობის მე-6 საჯარო სკოლებს სტუმრობდა.
მინისტრმა აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც ონლაინ ტრენინგი - ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირება“ წარმატებით გაიარეს სერტიფიკატები და წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსი“-ს მხარდაჭერით, სხვადასხვა საკითხავი ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
მინისტრმა მოსწავლეებს აღნიშნულ პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის , ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ-ის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ნათია კოპალიანი ესწრებოდა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ, ,,პითაგორას აკადემია“-ს მხარდაჭერით დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ტრენინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
კურსი მოიცავდა 12 აკადემიურ საათს, რომლის ფარგლებში მოზარდებმა ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტური საკითხები, ლოგიკური აზროვნების განვითარება და პროგრამირების შესავალი გაიარეს.
აღნიშნულ პროგრამაში აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.