მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის დევნილთა სამინისტრო წელს, პირველად სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამას განახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში დახმარება გაიცემა შემდეგ კატეგორიებზე:✅სოციალურად დაუცველ (65 000 ქულა), აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და
დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ვეტერანებზე;
აფხაზეთის ომში დაღუპულის ოჯახის წევრებზე;
აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
მარტოხელა, აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ვეტერანებზე;
დახმარების მიმღებმა პირმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის საბანკო ანგარიში ;
აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
დახმარების მიღების უფლების მქონე პირმა/ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს ან/და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:
ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).