მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროში, პირველად ამოქმედდა დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

პროგრამა ითვალისწინებს საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსებას.
აღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ:
სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე);მრავალშვილიან ოჯახებს;სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში შეადგენს 65 000; მარტოხელა მშობლებს;
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირს/ოჯახს.
პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებმა პირმა/ოჯახმა, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);
განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ცნობა/წერილი დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან, ქირის თანხის დაფინანსების არ მიღების თაობაზე.
დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს:
დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირზე/ოჯახზე;
დევნილი პირი/ოჯახი, რომელიც იღებს ქირის თანხის დაფინანსებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან;
განაცხადის მიღება შესაძლებელია სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში:
ქ თბილისი, ვ.ფშაველას 16;
ქ. ქუთაისი- ი.აბაშიძის 27;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი ( ინოვაციების ცეტრი).