მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები მოეწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა.


„მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“ ღონისძიების ფარგლებში, მუშთაიდის ბაღში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, მოეწყო მხიარული ვიქტორინა და ფოტოსესია ზღაპრის გმირებთან ერთად. ღონისძიების ბოლოს დევნილ ბავშვებს ტკბილეული და სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.


აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებითღონისძიება მოეწყო, ასევე, ზუგდიდში. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ დევნილ, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „ბარამბოს“, „ბიბლუსისა“ და ანსამბლ „გვირილას“ მხარაჭერით განხორციელდა.