აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, საპენსიო ასაკის (I ჯგუფის) აფხაზეთის ომის ვეტერანებს სასურსათო პროდუქტები გადასცა.
ღონისძიებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე მონაწილეობდნენ.
სასურსათო დახმარება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სოციალური სოლიდარობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 27 მკვეთრად გამოხატული შშმ, საპენსიო ასაკის (I ჯგუფის) ომის ვეტერანს გადაეცემა.