- ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო.
- ინფორმაცია პროექტის შესახებ
2021 წელს სამინისტრომ დაიწყო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამა. ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი’’-ს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებელი თანხა გაიცემა გრანტის სახით და პროგრამის შემსრულებელი იქნება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გრანტის გაცემა განხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის №13 დადგენილებით დამტკიცებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის“ შესაბამისად.
- საგრანტო კონკურსის პროექტის მიზნები და ამოცანებია:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების განსახლების ობიექტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შექმნის ხელშეწყობა;
- აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების რეგიონალური/მუნიციპალური ქსელების შექმნა;
- აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მონაცემთა ბაზის შექმნა;
- აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა.
- კონკურსში მონაწილეობის უფლება:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომელთა დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ ერთი წელი.
- პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგრანტო განაცხადი წარმოდგენილია დადგენილ ვადაში, ხელმოწერილია, შევსებულია სრულყოფილად და თანდართულია წარმოსადგენი დოკუმენტაცია, მათ შორის, საგრანტო განაცხადის წარმოდგენის შემდეგ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;
- განმცხადებელი არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
- განმცხადებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებიდან გასულია მინიმუმ ერთი წელი;
- განმცხადებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს განხორციელებული აქვს მინიმუმ ერთი საგრანტო პროექტი (სასურველია);
- განაცხადი არ ითვალისწინებს ისეთი აქტივობების მხარდაჭერას, რომელიც პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება (კაპიტალური ხარჯები, ტექნიკის შეძენა (კომპიუტერული და სხვა).
- საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმები
გამარჯვებულების გამოვლენასა და კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საგრანტო საბჭო.
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი - ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ფორმალური შემოწმება. არასრული განაცხადი არ განიხილება. ფორმალურ შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტი.
მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება, ელექტრონული განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შინაარსობრივი შეფასების საფუძველზე, შესაბამისი ქულის დაგროვების შემთხვევაში საგრანტო საბჭოს მიერ გამოვლინდება გამარჯვებული.
- კონკურსის ფინანსური საკითხები და პროგრამის ბიუჯეტი
მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 (ორმოცდა ხუთი ათას) ლარს.
- საგრანტო თანხის დახარჯვა ნებადართულია: ხელფასებისთვის, საკანცელარიო და საოფისე ხარჯებისთვის, ტრანსპორტირების ხარჯებისთვის, მონაცემთა ბაზების და სხვა ონლაინ სერვისებისთვის, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრებისთვის;
- საგრანტო თანხის დახარჯვა შეზღუდულია: სარემონტო სამუშაოებისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად, ტექნიკის შესაძენად (კომპიუტერული და სხვა).
- წარსადგენი დოკუმენტაცია, პროექტის ფორმატი
- საგრანტო წინადადება უნდა შემუშავდეს ქართულ ენაზე;
- საგრანტო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს საგრანტო განაცხადის ფორმის სახით (იხ. დანართი).
- პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთიანი დოკუმენტის სახით: MS Word და PDF ფორმატში. დოკუმენტი უნდა მოიცავდეს ყველა ცხრილს, დანართს, თუ სხვა დამატებით დოკუმენტაციას;
- სრულყოფილი საგრანტო წინადადება უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: project_idp@abkhazia.gov.ge
- ფონტის ფერი: შავი;
- ფონტის ზომა: 9 ან 10 (გარდა საკითხების სათაურებისა, ამასთან, გამონაკლისს წარმოადგენს დანართების სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია;
- სტრიქონებს შორის დაშორება: 9-იანი ზომის ფონტის შემთხვევაში - 1.5, ხოლო 10-იანი ზომის ფონტის შემთვევევაში - 1.15;
- ცხრილები, დიაგრამები და სქემები: პროექტულ წინადადებაში არსებული ყველა ცხრილი, დიაგრამა და სქემა უნდა იყოს დანომრილი და დასათაურებული;
- ცხრილებში, დიაგრამებსა და სქემებეში გამოყენებული ფონტის ზომა არ არის დადგენილი, თუმცა, ყველა დასახელება და რიცხვი უნდა იკითხებოდეს;
- პროექტის ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის ფორმაში (იხ. დანართი).
- მხარეთა ვალდებულებები, სახელშეკრულებო ურთიერთობები
- პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი გრანტის განკარგვის საფუძველია სამინისტროსა და გამარჯვებული პროექტის ავტორს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრება მხარეთა უფლება-მოვალეობები, ანგარიშსწორების წესი და ა.შ.
- ვადები
- საგრანტო განაცხადების მიღების ვადა - 2021 წლის 20 აგვისტოდან 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე).
- გამარჯვებული პროექტი უნდა განხორციელდეს გრანტის გაცემიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია:
საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან Covid19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე ჩატარდება ონლაინ Zoom პლატფორმის გამოყენებით 2021 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათზე.
ონლაინ შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მიღება განხორციელდება საკონტაქტო პირის მეშვეობით. შეიძლება გამონაკლისის სახით დაიგეგმოს შეხვედრა ოფისში საკონტაქტო პირთან შეთანხმებით.
საკონტაქტო პირი: გურანდა შამათავა, ტელ.: 598 206622. ელ. ფოსტა: gurandashamatava1988@gmail.com
დანართი:
საგრანტო განაცხადის ფორმა;
პროექტის ბიუჯეტის ფორმა.