ბათუმში ცნობილი პედაგოგის და მეცნიერის ფერიდე აცამბას მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა მის საცხოვრებელ სახლთან განთავსდა, სადაც ასევე ფუნქციონირებს აფხაზი მეცნიერის მუზეუმიც.
მემორიალური დაფა აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნერიმან ცინცაძემ გახსნეს. მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზი მეცნიერის ღვაწლზე.
ღონისძიება აჭარაში აფხაზეთის დღეების ფარგლებში ჩატარდა.
ფერიდე აცამბას მემორიალური დაფა ,,სოროპტიმისტ ინტერნეიშენალი’’ ბათუმის კლუბის ინიციატივითა და ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხსნა.