ალიონა ჩხოტუა აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრად ალიონა ჩხოტუა დაინიშნა. მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ წარადგინა.
ალიონა ჩხოტუა ქალაქ გაგრაში დაიბადა. განათლება მიღებული აქვს ფილოლოგიის, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. საჯარო სექტორში აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ალიონა ჩხოტუამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ძიგუა შეცვალა.
ახალი მინისტრი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.