“ტექნოლოგიური კვირეული” – საგანმანათლებლო პროექტი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო იწყებს საგანმანათლებლო პროექტს – "ტექნოლოგიური კვირეული“, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრები, ან დევნილის სტატუსის მქონე 12-16 წლის ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
- ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები და ტიპები
- ალგორითმების მუშაობის პრინციპები
- ეთიკური ასპექტები ტექნოლოგიებში
- AI მცირე პროექტების შექმნა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 10 აგვისტო
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: