მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელია რეგიონებში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცეების გახსნას განაგრძობს
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ადგილზე, ორი თვის განმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.
 
მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.
 
დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.