აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ქალაქ ბათუმში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიმართა.
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი 14-17 წლის სამოცამდე მოზარდი, ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ჩაერთვება. ახალგაზრდები მიიღებენ ცოდნას და გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, ტოლერანტობა, მიმღებლობა, მულტიკულტურალიზმი და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
ღონისძიებას, ასევე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროგრამის სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერისა და რეგიონებში დევნილ მოზარდთა ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება.