ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი – ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა – ზეპირმეტყველება“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები და ეთნიკური აფხაზები დაესწრნენ.
უახლოეს მომავალში პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიურ რესპიბლიკაში იგეგმება.